

’'არტე’’ გთავაზობთ, ბრენდირებულ პროდუქციას თქვენი კომპანიისთვის. საწარმო 2019 წელიდან პოზიციონირებს ბაზარზე და ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული. ბაზარზე გამოირჩევა, მომხმარებელზე მორგებული ტარიფებით და მაღალი პასუხისმგებლობით.
‘’არტე’’-ს პროდუქცია იწარმოება საქართველოში და მთლიანი მომსახურება ერთ სივრცეშია გაერთიანებული, რაც მოიცავს სამკერვალოს და ბრენდირებისთვის განკუთვნილ დანადგარებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია პროდუქციის ხარისხი, რომლის კონტროლიც წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება.
სტრატეგია – მუდმივი სიახლე და გაფართოება, როგორც პროდუქციის, ასევე ტექნოლოგიური დანადგარების, ულტრა-თანამედროვე ტექნიკა, რომელიც საშუალებას აძლევს ბრენდს იყოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი და აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტს.